ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ხაზი

ევროპა-ჩინეთის ლოჯისტიკური პროექტის ფარგლებში(რომელიც ტრანსპორტის კოორდინაციის კომიტეტის და ჩინეთის სარკინიგზო კორპორაციის თანამშრომლობით ხორციელდება)ამა წლის დეკემბრის ჩათვლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით სატვირთო მატარებელმა 5000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.
კომიტეტის მიერ დეკემბრის სხდომაზე წარდგენილი მონაცემებიდან ჩანს რომ ჩინეთმა 5,611 სარკინიგზო გადაზიდვა განახორციელა ევროპის მიმართულებით, რაც 72% -ით მაღალი მაჩვენებელია გასულ წელთან შედარებით.
ნოემბრის მიწურულს სარკინიგზო ხაზი ჩინეთის 56 ქალაქს აკავშირებდა ევროპის 49 ქალაქთან,გარდა ამისა გაიზარდა ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით განხორციელებული გადაზიდვების რაოდენობაც.
ამ მიმართულებით გადაზიდული ტვირთების ჩამონათვალში შედის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, საკვები პროდუქტები, ღვინო, ყავის მარცვლები, ავეჯი და ქიმიკატები.
ჩინეთში ყველაზე აქტიური სარკინიგზო ქალაქი სატრანსპორტო კუთხით, სახმრეთ-დასავლეთით მდებარე სიჩუანი აღმოჩნდა რომელსაც 14 შემომავალი და 23 გამავალი სარკინიგზო ხაზი აქვს.
ჩინეთის სარკინიგზო კორპორაცია აცხადებს რომ ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ევროპისა და ჩინეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას და გვაიმედებს რომ სამომავლოდ სხვა სიახლეებსაც შესთავაზებს ლოჯისტიკურ სამყაროს.

Leave a Reply