ბლოგი

ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ხაზი

ევროპა-ჩინეთის ლოჯისტიკური პროექტის ფარგლებში(რომელიც ტრანსპორტის კოორდინაციის კომიტეტის და ჩინეთის სარკინიგზო კორპორაციის თანამშრომლობით ხორციელდება)ამა წლის დეკემბრის ჩათვლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით სატვირთო მატარებელმა 5000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა...
წაიკითხე მეტი...

რას ნისნავს ლოჯისტიკა?

ზოგადად ლოჯისტიკა არის ეფექტური მართვის ტექნოლოგია, ის შეიძლება შეეხებოდეს, როგორც პროდუქტებით მომარაგების პროცესებს, ასევე ზოგადად ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, ან გამართულ სერვისს ცალკეულ სფეროში...
წაიკითხე მეტი...

კაიროსი- ხელსაყრელი მომენტების ღმერთი

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში კაიროსს, როგორც შანსის, მომენტის, მიზანშეწონილობის და საჭირო წუთის ღვთაებას ისე აღიქვამდნენ, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ჩვენთვის. ზოგადად, კაიროსის შემჩნევა რთულია, მაგრამ ის შეიძლება იყოს ყველგან და ეს უკვე საკმარისია მოქმედებისათვის. საჭირო მომენტის შემჩნევის, აღქმის, გრძნობის შემთხვევაში ამოძრავება და არჩევანის გაკეთებაა მართებული. კაიროსის იდეა გვხვდება ყველგან: ფილოსოფიაში, რელიგიაში, მწერლობაში, ისტორიაში, პოლიტიკაში და საერთოდ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. მაგალითად, მარკუს ავრლიუსი თავის “ფიქრებში” მრავალ ადგილას აღნიშნავს ყოველდღიური მოქმედების აუცილებლობას და მისი აზრით, არც ერთი წუთი, რომლის გამოყენებაც დადებითად შეიძლება არ უნდა იყოს ხელიდან გაშვებულიო. ისტორიას, რომ გადავავლოთ თვალი გამარჯვებულ ბრძოლათა უმრავლესობა სწორედ საჭირო დროსა და საჭირო ადგილა არის გამართული. პოლიტიკაში კი კაიროსის გარეშე საერთოდ არაფერი წყდება, თუმცა მას სხვანაირად წარმატებულ რისკსაც უწოდებენ. ის ვინც შანსს სწორად იყენებს დგება მისტიური წარმატების შედეგებიც, ადამიანის მუდმივი თანმდევი ხდება იღბლიანობა, ჩნდება ახალი მომენტები, შანსები, გადამწყვეტი წამები და მთავარი, ჩნდება მრავალფეროვანი გარემო, რომელიც მუდმივად დადებითად არის დამუხტული. კაიროსის ფილოსოფია არის შემდეგი: არის შანსი, არის მომენტი? იმოქმედეთ! არავინ იცის რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. გიყვართ?! გამოუტყდით! სწავლა გინდათ?! ისწავლეთ! აკეთეთ საქმე სანამ ამის შესაძლებლობა არსებობს, რადგან ესაა სწორედ შანსი და ასეც რომ არ იყოს, ხვალინდელი ბედნიერება დღევანდელი მოქმედების შედეგია!
წაიკითხე მეტი...