ბლოგი

რას ნისნავს ლოჯისტიკა?

ზოგადად ლოჯისტიკა არის ეფექტური მართვის ტექნოლოგია, ის შეიძლება შეეხებოდეს, როგორც პროდუქტებით მომარაგების პროცესებს, ასევე ზოგადად ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, ან გამართულ სერვისს ცალკეულ სფეროში.

ტერმინი ლოჯისტიკა მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვისგან და უკავშირდება ლოგიკას, ლოგიკურ გადაწყვეტილებას, გამოანგარიშების, მსჯელობის ხელოვნებას. აქედან გამომდინარე ძველმა ბერძნებმა იცოდნენ ლოჯისტიკის გამოყენების ფასი. სპეციალურ სახელმწიფო კონტროლიორებს ერქვათ ლოგისტიკოსები.

ისტორიული წყაროების მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ლოგისტიკა პირველად სამხედრო სფეროში განვითარდა, რადგან ეს სფერო უფრო მეტად მკაცრ და ორგანიზებულ სტრუქტურას წარმოადგენდა. დღეს კი ლოგისტიკა გვხვდება საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ლოგისტიკის მრავალმხრივი გაგებისა, ეს არის მეცნიერება რაციონალურობისა და ზუსტი ანგარიშის შესახებ. თავიდან ეს დარგი არსებობდა გარკვეული პროცესების სისტემატიზებისთვის, მოწესრიგებისთვის.

1980-იან წლებამდე გამოიყენებოდა საომარი მოქმედებებისთვის „ზურგის უზრუნველსაყოფად“. ამის შემდეგ ლოგისტიკა გადმოდის წარმოებაში და ბიზნესში. რომელიც გვევლინება „მშვიდობიანი ეკონომისიკის“ აღორძინების ფუნდამენტად.

ლოჯისტიკა არის იქ სადაც არსებობს მატერიალური ნაკადები და მარაგები. იქ, სადაც არსებობს მოთხოვნა, იქვე საჭიროა მიწოდების გზების მოძიება, რაც განეკუთვნება ლოჯისტიკის სფეროს.

ლოჯისტიკის მოკლე განსაზღვრება არის შემდეგი: „ ლოგისტიკა არის მიწოდების ინტეგრირებული ჯაჭვი“, რომელშიც შედის ეკონომიკის პრინციპების და გამოყენებითი ინჟინერიის ტექნოლოგიები.

ამჟამად, ქართულ ენაში უპირატესად დამკვიდრდა ტერმინი „ლოგისტიკა“. მისი, როგორც ტერმინის გამოყენება, რა თქმა უნდა, უფრო სწორია, თუ გავითვალისწინებთ მის ბერძნულ წარმომავლობას, თუმცა, მრავალ სამთავრობო და საგანმანათლებლო დოკუმენტში ხშირად გვხვდება, აგრეთვე, ტერმინი „ლოჯისტიკა“.

რომ შევაჯამოთ, ლოჯისტიკა არის მოთხოვნილების განსაზღვრის მეცნიერება და ხელოვნება, ასევე ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა მთლიანი სამუშაო ციკლის შემცველობის განსაზღვრის საფუძველზე.

როგორ მუშაობს ლოჯისტიკური კომპანია?

ზუსტი მასშტაბირებისთვის და წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია ვიცოდეთ ლოჯისტიკა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული დარგი, ეს არის სფერო, რომელიც კვეთაშია უამრავ დისციპლინასთან. უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სატრანსპორტო სფერო და ის არ ჯდება მხოლოდ ტექნიკურ ჩარჩოში, როგორც ერთი შეხედვით ეს შეიძლება ჩანდეს.

გადაზიდვების სფეროში ლოჯისტიკური კომპანიისთვის მთავარია მატერიალური ნაკადები და მომსახურების ხარისხი: იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და შიდა, ადგილობრივი ნაკადები.

ლოჯისტიკისთვის ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რისი მეშვეობითაც აწესრიგებს და ოპტიმალურს ხდის პროცესებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებობდეს თანამედროვე „მომხმარებლურ საზოგადოებაში“.

ლოგისტიკა ესაა მინიმალური ხარჯით მაქსიმალური შედეგის მიღწევა!

არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ლოგისტიკური კომპანიის ფუნქციონირებისთვის:

  1. საჯარო პროდუქტი – შესაბამისი ობიექტის განსაზღვრა. კომპანიამ, რომელიც ლოჯისტიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, პირველ რიგში უნდა იცოდეს რა სახის პროდუქციის მართვასა და ტრანსპორტირებასთან აქვს საქმე
  2. ხარისხი – აუცილებელია გაკონტროლდეს როგორც გადაზიდვის პროცესი და ტემპერატურა (მალფუჭებადი ტვირთების შემთხვევაში), ასევე უნდა შეფასდეს თავად ტვისთის ხარისხი, დატვირთვის პროცესი და ა.შ.
  3. რაოდენობა – რაოდენობის ცოდნა და განსაზღვრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სრულყოფილი გადაზიდვის პროცესში.
  4. დრო – მიწოდება ზუსტად დროში!
  5. ადგილი – მიწოდება კონკრეტულ ადგილას!
  6. დანახარჯი – მინიმალური დანახარჯი!
  7. მომხმარებელი – საჭირო მომხმარებელი.

ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ლოჯისტებს ნახევრად ხუმრობით გადაზიდვის არქიტექტორებადაც მოიხსენიებენ.

რა არის ლოჯისტის მოვალეობა?

ლოჯისტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა იპოვოს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი და შესთავაზოს ეფექტური გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, თუნდაც ფორსმაჟორულ ვითარებაში.

გადაზიდვების მიმართულებით არსებობს გადაზიდვის რამდენიმე ეფექტური გზა, გამომდინარე გეოგრაფიული მდებარეობიდან და დროის ფაქტორიდან:

  1. სახმელეთო გადაზიდვა, რომელიც ძირითადად ხორციელდება მძიმე სატვირთო ავტომობილებით (ე.წ. ტრაილერებით)
  2. საზღვაო გადაზიდვა, რომელიც ხდება გემზე მოთავსებული კონტეინერების მეშვეობით და მოიცავს გადაზიდვას პორტიდან პორტამდე.
  3. საჰაერო გადაზიდვა, რომელი ხორციელდება სპეციალური სატვირთო თვითმფრინავებით და გამოირჩევა როგორც სისწრაფით, ასევე უსაფრთხო პროცესით
  4. სარკინიგზო გადაზიდვა ხდება მატარებლებით, სატვირთო ვაგონების მეშვეობით

ასევე არის სხვადასხვა ტიპის ტვირთების გადაზიდვა, როგორიცაა:

  1. სახიფათო ტვირთი
  2. მალფუჭებადი ტვირთი
  3. არაგაბარიტული ტვირთი
  4. შერეული, კონსოლიდირებული ტვირთი

და სხვა..

რა არის ლოჯისტიკური მომსახურების საფასური?

ლოჯისტიკური მომსახურების საფასურს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს და კალკულირება ხდება შესაბამისი მონაცემების საფუძველზე:

  1. ტვირთი – ტარიფის დასათვლელად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ტვირთის ტიპის გარკვევა. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია გაირკვეს სტანდარტული ტვირთია, თუ საჭიროებს სპეციალურ თერმორეჟიმს, ან სპეც არაგაბარიტულ ტრანსპორტს და ა.შ.
  2. ტვირთის წონა და მოცულობა – თუ ტვირთის წონა და მოცულობა არ ცდება საერთაშორისო გადაზიდვის სტანდარტებს ტარიფიც შესაბამისი საბაზრო ფასის შესაბამისად ითვლება. მცირე ზომს შერეული გადაზიდვებისთვის ტარიფი ითვლება სპეციალური სტრუქტურით.
  3. მარშრუტი – ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტი A პუქტიდან B პუნქტამდე, თუ საიდან სად მიდის ტვირთი. ამისთვის აუცილებელია არსებობდეს დატვირთვა/დაცლის ადგილების ზუსტი მისამართები.
  4. ტრანსპორტის ტიპი – ტარიფები განსხვავებულად ითვლება სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში. ასევე სპეც ტრანსპორტის საჭიროების შემთხვევაში განსხვავებული წესით ითვლება ტარიფი, ეს ეხება: მაცივარმანქანას, არაგაბარიტულს, არასტანტარტულს და ასევე სახიფათო ტვირთების გადამზიდავ ტრანსპორტებს.

 

ეს არი ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც საბოლოოდ განაპირობებენ ტრანსპორტირების ტარიფს.